
თავიდან სამი ვარსკვლავი დავუწერე, ეხა ნახევარსაც ვუმატებ. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად გადაღებული ფილმია, კარგი დიალოგებით და არა იმიტომ, რომ ძლიერი პლოტი ან „მორალი“ აქვს. რათქმაუნდა ისიც გასათვალისწინებელია, თუ რა ასაკში და რა პერიოდში გადაიღო კუბრიკმა ეს ფილმი, მაგრამ მაინც არაა ის კინო, როგორიც ზოგზოგიერთებს გამოგყავთ აქ (🥰) ამ ფილმის ნახვა იმიტომ ღირს, რომ ნახო რამდენად განვითარდა კუბრიკი ამის მერე - როგორ იქცა ძაან მაგარი ფოტოგრაფიდან ისტორიაში საუკეთესო რეჟისორად. ნუ შეიძლება დღეს არის ამ თემატიკის ფილმები ბეისიქ ბიჩობა და არც უნდა ვაფასებდე დღევანდელი სტანდარტებით, მაგრამ ამწუთას ვერაფრით ვხვდები, როგორ შეიძლება ეს ფილმი კუბრიკის საუკეთესო ნამუშევრად მიგაჩნდეს. იმედია მე გამომრჩა რამე, ან ცხოვრების ამ საფეხურზე ვარ დეგენერატი და მოგვიანებით დავჭკვიანდები, მოვუბრუნდები ამ ფილმს და ვიტყვი, შედევრია-მეთქი, მაგრამ ამ ეტაპზე ძაან მიდ. განსაკუთრებით სხვა ფილმებთან შედარებით - გინდ კუბრიკის ფილმოგრაფიიდან (რაც მინახავს) და, გინდ, დანარჩენი anti-war ფილმების სიიდან. და ამ ყველაფერს ისე ვამბობ, რომ შაინინგი და მექანიკური ფორთოხალი არ მინახავს.



boring