Babylon
არ ვიცი ახლა ყურების შემდგომი გადაჭარბებული ემოციებითა და შთაბეჭდილებით ვსაუბრობ თუ არა, მაგრამ calling this movie a masterpiece is an understatement.
დასაწყისში გაოგნებული დავრჩი ასე უზომო,უკონტროლო და გადაჭარბებულ სცენებზე,მაგრამ შემდეგ პერსონაჟები რომ უკეთ გავიცანი და ფილმის რითმს რომ ავყევი, ეს სცენები მართლა ერთ-ერთი მიზეზი გახდა,რატომაც მომეწონა ეს ფილმი. აი ხომ ძალიან მიყვარს ფილმის ყურება და ის ემოციები და ჟრუანტელი რაც თან მოყვება, მაგრამ სულ სხვა ემოციები და განცდაა,როცა სხვებს უყურებ როგორ აფასებენ და როგორ უდგებიან კინომატოგრაფიას. მიუხედავად იმისა რომ ეს ფილმი არ ფოკუსირებს ამაზე, მაინც ნათლად ჩანს ის ვნება და ენთუზიაზმი,რაც კინოს ინდუსტრიას ზოგადად მოაქვს. მთავარი თემა ჰოლივუდის კომპლექსურობა და ჩახლართულებაა, რაც ყოველთვის საინტერესო სანახავია და ვფიქრობ, ამ ფილმში საუკეთესოდ არის აღწერილი თუ რამხელა ზეგავლენა აქვს ამ ყველაფერს ადამიანზე. კომედიის ნაწილზე გავაკეთებ კიდებ კომენტარს და ვიტყვი,რომ იუმორი რომ არა, ნამდვილად არ იქნებოდა ისეთი შთამბეჭდავი,როგორიც იყო. თან სამ საათიან დაძაბულობასა და დინამიურობას ანეიტრალებდა. იმასაც ავღნიშნავ და ვაღიარებ, რომ სამი საათი ფილმის ნახვა საკმაოდ დამღლელია და სწორედ ამიტომ ხშირად სკეპტიკური ვარ ასე გაწელილ ფილმებზე,მაგრამ ეს ფილმი ამ სამ საათს ნამდვილად იმსახურებდა. სხვანაირად კინორეჟისურის პროგრესს და ამ პროგრესის გავლენას ჩვენს პერსონაჟებზე ვერ დავინახავდით.
ასევე ცალკე რევიუს დავწერდი პერფორმანსზე. მარგო რობი,საოცარი ხარ ყველა სცენაში!!!!!
“ -how can you cry like that?
- i just think of home.”
ბრედ ბიტს კომენტარის არ სჭირდება.
“It was the most magical place in the world,wasn’t it?!”
და აი ვისზეც გავაკეთებ კომენტარს არისნელის მსახიობი, რადგან მართლა გამაოცა. პირველად ვნახე ეს მსახიობი ფილმში და ჩემს თავს ვერ ვპატიობ, აქამდე როგორ არ ვიცნობდი?! საუკეთესო იყო, პირველივე სცენიდან ვაკვირდებოდი და აი ყველა ემოცია შესანიშნავად გამოხატა ბოლო წუთამდე.
დაახლოებით ვხვდებოდი და მოლოდინში ვიყავი ტრაგიკული დასასრულის, რადგან ასეთ სამყაროში რომ
ეშვები კომპლექსებთან,სევდასთან და გაგიჟებასთან ერთად, მსხვერპლიც მოსალოდნელია, მაგრამ ამან იმედგაცრუების მაგივრად, პირიქით კიდევ უფრო გამიმძაფრა ამ ფილმის მიმართ ემოციები.
დასასრულს მონტაჟმა კი მართლა გამანადგურა.