

მატარებლები და ანა მიყვარს.

ატმოსფერო და სინემატოგრაფია კარგი იყო, იუმორში მოიკოჭლებდა, თუმცა მაინც კარგი საყურებელია. ედგარ რაითის და მაკდონაფების რაღაცნაირი ნაზავი იყო.

მთელი ფილმი იმაზეა თუ რამდენი სამყაროა დატეული ერთ ადამიანში და როცა ვუყურებდი ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი რამდენად ფუჭი იქნება თუ გვერდით არ გეყოლება ადამიანი, რომელმაც ამ სამყაროებს აზრი და ფერები უნდა შესძინოს. ჩვენი სამყაროც ზუსტად მაშინ იწყებს დაშლას როცა ჩუმად ვართ და ერთმანეთის არ გვესმის. თითოეული ადამიანი არის ძალიან პატარა სამყარო, რომელიც სხვებთან კავშირს ელოდება და ფილმს როცა ვუყურებდი, მხოლოდ შენზე ვფიქრობდი... ხანდახან სამყაროები სუსტდება, იშლება და დუმს, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია. მინდა იცოდე, რომ ყველაფრის მიუხედავად, შენ ჩემი სამყარო ხარ და მზად ვარ დაველოდო, რამდენიც საჭიროა, ოღონდ ვიცოდე, რომ ის ცეკვა(ფილმს რომ უყურებ მიხვდები), რაც ჩვენს შორის იყო, არ დასრულებულა.

ნორმ მაკდონალდი.