Kin-dza-dza!
ეს ფილმი ნამდვილი შედევრია – რევაზ გაბრიაძისა და გიორგი დანელიას ბრწყინვალე ტანდემი. დიდი ხანია, ფილმის ნახვის შემდეგ ასე ნასიამოვნები და გაბედნიერებული არ დავრჩენილვარ.
რაც უფრო ღრმად ვეცნობი ფილმს, როგორც პროფესიას და ვითვისებ მისი შექმნის თითოეულ მცირე დეტალს, მით უფრო ვაფასებ იმ დიდ შრომას, რომელიც ასეთი შედეგის მიღწევას სჭირდება. ფილმის სცენარი უძალიანესად დახვეწილია, რაც რევაზ გაბრიაძისგან, რა თქმა უნდა, არც არის გასაკვირი. მისი ნამუშევრები ყოველთვის ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს ხოლმე ჩემზე, ხოლო გიორგი დანელიას უნიკალური რეჟისორული ხელოვნება ამ ყველაფერს დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო ლევან გაბრიაძის შთამბეჭდავი შესრულებაც. ისე თავმდაბლად გვიყვებოდა ამ ფილმზე, რომ თავიდან დიდი მოლოდინები არც მქონდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მაგრად შევცდი. ნეტავ აქამდე მენახა ეს ფილმი, რომ ახლად გაჩენილი კითხვები თავის დროზე დამესვა.