ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, რომელიც ეხება ინდივიდის თავისუფლებას და სურვილებს.
ფილმის სცენები ემორჩილება სიზმრის ლოგიკას - ისინი არ მიყვებიან რეალობას, არამედ სიმბოლური და ფსიქოდელიური არიან.
მდიდარ, გავლენიან სტეფანსა და ახალგაზრდა გოგონას ო-ს შორის არსებობს გამოწვევა და დადებული შეთანხმება, რომლის მიზანიც არის, რომ მიაღწიონ სიყვარულის ყველაზე ღრმა ფორმას. ამისთვის სტეფანს გოგონა საროსკიპოში მიჰყავს, სადაც ო უნდა დარჩეს. სიყვარულის რაღაც ფორმის მიღწევა ხდება შეთანხმების საფუძველზე, რის შედეგადაც ერთ-ერთი აბსოლუტურად კარგავს იდენტობას.
გოგონას სახელიც არ გააჩნია, იგი არაფერია თუ არა სტეფანის სურვილები, რომლებიც თავის მხრივ ადამიანის სურვილების “ბნელი” ნაწილის გამოვლინებაა,
ოთახში, სადაც ო უნდა დარჩეს, არ არსებობს სარკე, რომელშიც იგი ჩაიხედავს. ო თვითონვე აღნიშნავს, რომ სარკის გარეშე საკუთარი თავი მიუწვდომელი რჩება - ანუ გარემო, სადაც იგი უნდა დარჩეს, ემსახურება იდენტობის აბსოლუტურ ჩამოშლას.
სხვა სიმბოლური სცენებიდან განსაკუთრებით დამამახსოვრდა სცენა, სადაც პატარა ო მამას მიჰყავს, შემდეგ ჩერდება და მის ირგვლივ ცარცით წარმოსახვით ბარიერს შემოხაზავს, რომელსაც ო ვერ გადაკვეთს. იგი მხოლოდ ეძახის მამას, რომელიც საბოლოოდ ტრიალდება, თუმცა მამას მაგივრად მისი სახე ეკუთვნის სტეფანს.
ფილმში ასევე გვხდება მამაცი მეძავი, რომელიც თავს იკლავს. ო ამბობს, რომ მის გამო არ უნდა ვიტიროთ, რადგან მან ნიღაბი მოიხსნა.
სრულიად შესანიშნავი იყო ორი მამაკაცის საუბარი, სადაც ერთი ხსნის, როგორ ესალმებიან ჩინელი მეგობრები ერთმანეთს. ისინი მეგობრის ნაცვლად საკუთარ ხელს ართმევენ ხელს და თავს ხრიან, ამ ყველაფერს კი აკეთებენ დაბინძურების/უცხო ნივთიერების შერევის შიშის გამო.
საბოლოოდ, ფილმი სრულდება შესანიშნავად.
ო-ს აქვს განთავისუფლების საშუალება და მას ეუბნებიან, რომ იგი თავისუფალია, მაგრამ ამ წინადადებას თან ახლავს მეორე ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ თუ მას სურს, შეუძლია დარჩეს იქ, სადაც არის.
შეიძლება თუ არა, რომ ადამიანმა საკუთარი თავისუფალი ნებით აირჩიოს არათავისუფლება?