ვინმეს ჯეიმს ბონდის ის სცენა თუ გევასებათ, "სპექტრში" სახურავზე ავტომატით რომ დადის, ჯერ კიდევ 2012 წელს აქვს მიშა მესხს იგივე გაკეთებული.
"ბოლო გასეირნებით" ყარაბაღის ეს ლეგენდარული ტრილოგიაც ჩავხურე. განსხვავებით წინა ორისგან უფრო მოთანამედროვე ფილმია და ნაკლებად ეტყობა სიძველე. ვიზუალურად იგივეა, 360პში მომიწია ყურება.
თვითონ ფილმი არაფრით ჩამოუვარდება პირველ და მეორე ნაწილს, თუმცა დიდად არც არაფრით ჯობია. სცენარი ძალიან აბდაუბდაა და ყველაფერს ედება, განსაკუთრებით პირველი ნახევარი საათი, მერე ცოტა ლაგდება. ლუკას რომ ეცნობა იქიდან იკრეფს ტემპს და ყურებადი ხდება. რეალურად ფილმის მთავარი თემა გოგლიკოს და ლუკას ურთიერთობა, რომელიც რაღაც მომენტებში ზექრინჯი და რაღაც მომენტებში საკაიფოა. ლუკას სპარტაკას რომ ეძახდა ხოლმე მაგარი საყვარლობა რეფერენსი იყო წინა ფილმის. ჩემდაგასაკვირად ბევრი კარგი სცენაა, განსაკუთრებით დამევასა გოგლიკო სიგარეტით, თენგიზის საარჩევნო პლაკატზე იარას რომ ამოწვავს. ხის დარგვის მომენტიც საკაიფოა და ლამაზად ასრულებს ფილმს. ბიუჯეტი იმდენად მცირე იყო ეტყობა ვიღაცის მანქანაში ისხდნენ და არც გადაჩეხეს, პროსტა კადრს მიღმა გააქრეს :დდდ
სისუსტეებიც ბლომადაა. გადაცვეთილი რომანტიკა და უხერხული დიალოგები, რომელსაც ნამდვილ ცხოვრებაში ვერასდროს წააწყდებით. ის ლუკას და თიკას ლაბორატორიის სცენაც ვერ დავწვი რაშუაში იყო რამესთან. ნინი ბადურაშვილმა ეტყობა პროსტა შეიარა სეტზე და რეჟისორმა ბარემ ჩავსვათ ჩვენი რა მიდისო. ყველაზე მეტად პროდაქთ პლეისმენთებზე ვიღადავე. სილქნეტის და აჭარაბეთის ლოგოებზე იმენა დააზუმა ოპერატორმა კამერა. ნატახტარის ლუდზეც იგივე. ნატახტარი უზარმაზარი ლოგოთია კადრში და ვა ქართველებმა კარგი ლუდის ხარშვა ვისწავლეთო. 2010იანების ქართულ ფილმებს სჩვევია აურაცხადი რაოდენობის სპონსორები და რეკლამის დონეზე ფილმობა, არაფერი ახალი და განსაცვიფრებელი.
ეს ნაწილიც და ზოგადად ყარაბაღის ტრილოგიაც საკმაოდ ნორმალური ქართული პროდუქტია. არაფერი განსაკუთრებული და მომენტებში საკმაოდ ცუდიც კი, თუმცა უეჭველი სანახავია. ერთ ორ სცენას დაუმუღამებთ მაინც.